Saturday, December 15, 2012

საპონი


                     პროექტი  საპონი
      პროექტის სახელწოდება:საპონი
       პროექტის მთავარი თემა:მოსწავლეებმა ისწავლონ საპნის მიღების ისტორია,როგორ შეიძლება 

ჯახურ პირობებში საპნის მიღება, შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით ტვითონ დაამზადონ საპონი.
         პროექტის აქტოალობა: გაიმდიდრონ თეორიული ცოდნა და შეძლონ მისი პრაქტიკულად განხორცაელება.
        პროექტის მიზნები:მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად კვლევა–ძიების,ჯგუფური მუშაობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარჩვევები.ისწავლიან საპნის მიღების ისტორიას, საპნის მისაღებ საჭირო ნედლეულს და იმ რეაქციებს, რომელთა დახმარებით მიიღება საპონი.
       მოსწავლეთა ასაკი:16–17 წელი.
      ვადების ხანგრძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ორგანული ქიმიის საკითხების, კერძოთ კარბონმჟავების, ცხიმების შესხებ გაუღრმავდებათ ცოდნა. უსაფრთხოების წესების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ძირითადი ნედლეულით და დანამატებით საპნის მიღება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: XI კლასის ქიმიის სახემძღვანელო გამომცემლობა „კლიო“ . ავტორები: გ. ანდრონიკაშვილი, დ. გულაია, მ. მამიაშვილი.
ინტერნეტის  დახმარებიტ საპნის შექმნის ისტორიის და სხვადასხვა ნიმუშების მოძიება. პირადი კონსულტაციები სოფლის მოსახლეობასთან(ოჯახურ პირობებში საპნის დამზადების შესახებ). საჭირო რეაქტივები: ცხოველური ცხიმი, ნატრიუმის ტუტე, სუფრის მარილი,  წყალი, სხვა საჭირო დანამატები და ხელსაწყოები.
პროექტის მსვლელობა:  1. დავალებების განაწილება ჯგუფის წევრებზე.                                                
2.უმაღლესი კარბონმჟავებისა და ცხიმების შესახებ თეორიული ცოდნის გაღრმავება
3.საპნის მიღების ისტორიის მოძიება ინტერნეტიდან
4. სხვადასხვა საპნების შედგენილობის შედარება ინტერნეტის და ეტიკეტების დახმარებით მოძიებული იმორმაციის საფუძველზე.
5.მოსახლეობაში ინფორმაციის მოძიება საპნის მიღების შესახებ ოჯახურ პირობებში და ამ ტექნოლოგიის შედარება ქარხნულ მეთოდთან.
6. უსაფრთხოების წესების გაცნობა და დაცვა.
7. ცხოველური ცხიმიდან და ნატრიუმის ტუტიდან საპნის მიღება, მიღებულ საპონზე სხვადასხვა ფერისა და სუნის მისაღებად დანამატების დამატება.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის თემა შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  XI კლასის სტანდარტში გათვალისწინებულ საკითხებს: კარბონმჟავები და ცხიმები.
ქიმია–ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ზაკალაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: qimia2011
პროექტის ვებ.გვერდი/ ბლოგი: http://qimia2011.blogspot.com/